“კაცი, რომელიც არ ბერდება” – მორგან ფრიმენი 86 წლის გახდა

“კაცი, რომელიც არ ბერდება” – მორგან ფრიმენი 86 წლის გახდა

ამერიკელი მსახიობი და რეჟისორი მორგან ფრიმენი 86 წლის გახდა. ჰოლივუდის ვარსკვლავი 1937 წლის პირველ ივნისს ტენესში დაიბადა.

შემსრულებელმა პოპულარობა პირველად 1970-იანი წლების სატელევიზიო პროგრამით The Electric Company მოიპოვა.

ხანგრძლივი კარიერის მანძილზე მან საზოგადოებას თავი ბევრი მნიშვნელოვანი, გამორჩეული და საინტერესო როლით დაამახსოვრა. ფრიმანმა მოიპოვა აკადემიის ჯილდო 2005 წელს Best Supporting Actor კატეგორიაში ფილმით Million Dollar Baby (2004) და ასევე მიიღო ოსკარის ნომინაციები მისი პერფორმანსისთვის ფილმებიდან Street Smart (1987), Driving Miss Daisy (1989), The Shawshank Redemption (1994) და Invictus (2009).

მორგანს ასევე სამსახიობო კარიერის განმავლობაში მოპოვებული აქვს ოქროს გლობუსი და Screen Actors Guild-ის ჯილდო.