ძალიან მნიშვნელოვანია ის მხარდამჭერი გზავნილები, რომელსაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები იღებენ ევროპელი პარტნიორი პოლიტიკოსების მხრიდან,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ინტენსიური კამპანია აქვს წარმართული როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს, იმისთვის, რომ ჩვენს პარტნიორებს დავანახოთ ის პროგრესი, რომელიც გვაქვს რეფორმების შესრულების კუთხით. ძალიან ბევრი იმედისმომცემი ინფორმაცია გვაქვს, თუმცა ეს იქნება პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მიიღოს ევროპულმა საბჭომ წლის ბოლოს და შესაბამისად, დაველოდებით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ჩიქოვანმა.