მერაბ დვალიშვილის ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო

მერაბ დვალიშვილის ბრძოლას აშშ-ის პრეზიდენტი დაესწრო

ნიუ ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის ბრძოლას, სადაც მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო’მალი დაამარცხა, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ესწრებოდა.

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილმა ტრამპისგან მილოცვა მიიღო და მასთან ფოტოც გადაიღო.

მერაბ დვალიშვილმა საჩემპიონო ქამარი დღეს მეორედ დაიცვა. ქართველმა სპორტსმენმა შონ ო'მალი პირველად 2024 წლის 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 19 იანვარს კი მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა.

მარბიელი დვალიშვილი ხომ არ წარვადგინოთ ამერიკაში ელჩად? იქნებ ეს მაინც დაამტკიცონ იანკებმა
2 საათის უკან