მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი მეორედ დაიცვა

მერაბ დვალიშვილი თითქმის ნახევარ წლიანი პაუზის შემდეგ ოქტაგონს დაუბრუნდა და სუპერ მსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი შეინარჩუნა. მან შონ ო'მალი დაამარცხა.

ნიუ ჯერსიში ჩატარებულ UFC 316-ს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ესწრებოდა.

მერაბ დვალიშვილმა შონ ო'მალი პირველად 2024 წლის 15 სექტემბერს დაამარცხა და UFC-ის ჩემპიონი გახდა. 2025 წლის 19 იანვარს კი მერაბ დვალიშვილმა UFC 311-ზე სუპერმსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა და საჩემპიონო ქამარი დაიცვა.