კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის

კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის

კოტე იოსელიანი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის იმის გამო, რომ წლების წინ მან მის ორიენტაციაზე სიცრუე გაავრცელა.

მისი თქმით, ეს იყო სიცრუე და მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი სმენია.

“ვიდეოს ვწერ ბოდიშის მოსახდელად რამდენიმე წლის წინ უტა ივანიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების გამო. მთელი ამ დროის განმავლობაში მუდმუვად მხვდებოდა ფეისბუქ პოსტები, სადაც განიხილებოდა ეს საკითხი. გულწრფელად უტას ბოდიშს ვუხდი ამის გამო, რადგან ეს იყო სიცრუე და მე მისი ორიენტაციის შესახებ არასდროს არაფერი მსმენია. ერთადერთი რაც ვიცი მას ყოველთვის კარგად ახასიათებენ, ნორმალური ადამიანია და მის ვაჟკაცობაზე საუბრობენ.

ეს იყო ტყუილი, რაც მე ვთქვი და ბოდიშის მოხდა არასდროს არის გვიანი. რაღაც გარემოებები შეიქმნა, რის საფუძველზეც იძულებული გავხდი ამ ფორმულირებით მეთქვა ეს ყველაფერი, რასაც მართლა გულწრფელად ვნანობ და მინდა კიდევ ერთხელ გულწრფელად ბოდიში მოვუხადო უტა ივანიშვილს”-აცხადებს კოტე იოსელიანი.

https://www.facebook.com/share/v/1BspPzYGZS/?mibextid=wwXIfr

მარბიელი სიმართლის აღიარება და ბოდიში მისაღებია, მაგრამ გულწრფელობა რომ დავიჯეროთ ის "რაღაც გარემოებები რომ შეიქმნა, რომელთა საფუძველზე იძულებული გავხდი ტყუილი მეთქვა" უნდა გაასაჯაროო კოტიკჯან; სხვა შემთხვევაში ხალხი იტყვის, რომ შენ და შენმა ცოლმა ფული აიღეთ! ან შენ გამოგიჭირეს რაღაცაში.
აბა ნაცი და მონანიება ოქსიმორონია!
1 საათის უკან
მარბიელი ვინც არ იცის: ეს სუბიექტი თინა ბოკუჩავას მოქმედი ქმარია
1 საათის უკან