ლუდის დალევას სამკურნალო ეფექტი გააჩნია

ლუდის დალევას სამკურნალო ეფექტი გააჩნია

დღეში ერთ ლიტრამდე ლუდის დალევა ნორმალურ დოზად ითვლება. საერთოდ, ალკოჰოლის ნორმალური დოზა სისხლის წნევაზე მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს. თუ წნევა მაღალია, მას ლუდი მცირედ, მაგრამ მაინც დაბლა სწევს, რადგან, სისხლძარღვებს აფართოებს.

მაგრამ, თუ მაღალი წნევა გაქვთ და დიდი რაოდენობით სვამთ ლუდს, შეიძლება, ჰიპერტონიით დაავადდეთ. ალკოჰოლი, რომელსაც ლუდი შეიცავს, სისხლძარღვიდან და ქსოვილებიდან ქოლესტერინს ღვიძლში გადააქვს, სადაც ის იშლება, ხოლო მისი შემცველობა სისხლში მცირდება.

ლუდი ის ალკოჰოლური სასმელია, რომლის მომწარო დანამატები არა მარტო სასიამოვნოა გემოთი, არამედ ადამიანზე დამაწყნარებლად მოქმედებს და ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს. ნორმალური რაოდენობით ლუდის სმა არ იწვევს სიმსუქნეს, უბრალოდ, აღძრავს მადას, რაც ზედმეტი ჭამის მოთხოვნას აღვივებს.

ასევე, ლუდში შემავალი სვიის დანამატების იზომჟავები ხელს უშლიან ოსტეოქონდროზის განვითარებას. ის ერთ-ერთი ყველაზე დაბალანსებული სასმელია. პოზიტიურად მოქმედებს ნივთიერებათა ცვლაზე და ვიტამინების მნიშვნელოვანი საბადოა. ლუდი შეიცავს ინაცინს, პანტოტენის მჟავას, პირიდოქსინს, მცირე დოზით კი თიამინს და ბიოტინს. აღნიშნული ვიტამინები დადებითად მოქმედებს კანის და თმის სიჯანსაღეზე. პირიდოქსინი კი ხელს უშლის სისხლძარღვების დაავადების განვითარებას.

თუ ადამიანი დღეში ერთ ლიტრ ლუდს სვამს, ის დააკმაყოფილებს თუთიის დღიურ მოთხოვნას და მიიღებს რკინას, ფტორს და სპილენძის ნორმის ნახევარს. კალიუმი და მაგნიუმი ხელს უშლის ნაღვლის ბუშტსა და თირკმელებში კენჭების წარმოქმნას.

ლუდის სმით ორგანიზმი იღებს მცენარეულ სახამებელ ნივთიერებებს, რომლებიც ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და კუჭის წვენის გამოყოფას. ლუდის სარგებლობა დაკავშირებულია ნატურალურ ნედლეულთან, ტექნოლოგიის განსაკუთრებულად მკაცრ კონტროლთან. ის სუფთა პროდუქტია, რომელიც შეიცავს მავნე ნივთიერებების მცირე რაოდენობას. ლუდის მომზადების პროცესში, თერმული რეჟიმები, ალკოჰოლი, სვიის იზომჟავები და ანტიმიკრობიოლოგიური თვისებები არასასურველ გარემოს ქმნის პათოგენური მიკროორგანიზმებისთვის. დღეისთვის რეკომენდებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ყოველდღიურად მიღება.

მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პოლიფენოლებს. თუ ასაკოვანი ხართ და დაგინიშნათ ექიმმა თუთიის, ნატრიუმის, რკინის, ფტორის, სპილენძის პრეპარატები, ნუ დაგავიწყდებათ ისეთი ნატურალური პროდუქტის მიღება, როგორიც ლუდია, მაგრამ ნუ გადააჭარბებთ ზომიერებას.