თეირანის დღეები დათვლილია

თეირანის დღეები დათვლილია

თეირანის, როგორც ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქის დღეები დათვლილია.

დედაქალაქის გადატანის ოფიციალურ მიზეზად იმ რაიონის სეისმოსაშიშროება სახელდება, სადაც თეირანია განლაგებული.

დღეისთვის თეირანის მოსახლეობა, სხვადასხვა მონაცემებით, 10-დან 14 მილიონი ადამიანია. დედაქალაქის გადატანის შესახებ ლაპარაკი 20 წლის წინათ დაიწყო, მაგრამ მხოლოდ 2003 წელს ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთში მომხდარი მძლავრი მიწისძვრის შემდეგ, რომელმაც 40 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ქვეყნის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ამ საკითხისთვის სერიოზულად შეეხედა.

კერძოდ, სად გადავა ირანის დედაქალაქი, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, სავარაუდო ადგილი კუმსა და დელიჟანს შორის, ირანის ცენტრალურ ნაწილშია, სადაც უკანასკნელი ოცი საუკუნის განმავლობაში ძლიერი მიწისძვრა არ მომხდარა.

თეირანი ირანის დედაქალაქი 1975 წელს გახდა. მანამდე დადაქალაქების რანგში იყო: ისპაჰანი, ყაზვინი, შირაზი, მაშხალი და ჰამადანი.