„იუვენტუსი“ ჯილარდინოთი დაინტერესდა

„იუვენტუსი“ ჯილარდინოთი დაინტერესდა

რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Football Italia” გაავრცელა ცნობა, რომ უახლოეს დღეებში ტურინის „იუვენტუსი“ იტალიის ეროვნული გუნდისა და „ჯენოას“ თავდამსხმელ ალბერტო ჯილარდინოს შეიძენს.

იტალიიის გასული წლის ჩემპიონის წარმომადგენლები გუშინ „ჯენოას“ პრეზიდენტ ენრიკო პრეციოზის დაუკავშირდნენ და თავდამსხმელის გასაყიდი ფასის დასახელება სთხოვეს. პარალელურად „იუვენტუსი“ ჯილარდინოს პირადი კონტრაქტის საკითხზე უკვე შეუთანხმდა.

იტალიელი საფეხბურთო მიმომხილველების მტკიცებით, უახლოეს დღეებში ჯილარდინო ახალი გუნდის მაისურს მოირგებს. „ჯენოას“ წამყვანი მოთამაშის ტურინში გაშვება არ სურს, მაგრამ თავად ფეხბურთელს ამჟამინდელ კლუბში ასპარეზობა აღარ უნდა.

31 წლის ჯილარდინო კარიერის განმავლობაში შემდეგ გუნდებში თამაშობდა: „პიაცენცა“, „ვერონა“, „პარმა“, „მილანი“, „ფიორენტინა“, „ბოლონია“ და „ჯენოა“. იტალიის ეროვნულ გუნდში 2004 წლიდან გამოდის. „სკუადრა აძურას“ მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა და 17 გოლი გაიტანა.