უცხოურმა გამოცემებმა რამდენიმე საათის წინ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ალ პაჩინოსა და ნურ ალფალაჰის ვარსკვლავური წყვილი პირველ საერთო შვილს ელოდება.
ვარსკვლავები რამდენიმე თვის განმავლობაში საზოგადოებაში ძალიან იშვიათად ჩნდებოდნენ, ამჟამად გავრცელებული ინფორმაციით, ნური რვა თვის ორსულია.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ბავშვი ალ პაჩინოსთვის მეოთხე იქნება. მას ყოფილ მეგობარ ქალბატონებთან სამი შვილი ჰყავს, 33 წლის ჯული პაჩინო Jan Tarrant-თან, ასევე 22 წლის ანტონ და ოლივია პაჩინოები Beverly D’Angelo-სთან.