რეჟისორი მარტინ სკორსეზე იესო ქრისტეზე კიდევ ერთ ფილმს გადაიღებს. ამის შესახებ Variety წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სკორსეზემ სურათი ვატიკანში, რომის პაპთან შეხვედრის შემდეგ დააანონსა.
„რომის პაპი ხელოვნების მოღვაწეებისადმი მიმართავს ჩემთვის ერთადერთი ნაცნობი გზით გამოვეხმაურე - მოვიფიქრე იესოს შესახებ ფილმის სცენარი“, - განაცხადა სკორსეზემ და დასძინა, რომ გადაღებების დასაწყებად უკვე მზადაა.
მედიის ცნობით, სკორსეზემ სცენარზე მუშაობა პაპ ფრანცისკეს სიტყვების „ნება მოგვეცი იესო დავინახოთ“ შემდეგ დაიწყო. ამ ეტაპზე უცნობია ფილმის სიუჟეტი და ის თუ ვინ შეასრულებს ქრისტეს როლს.
1988 წელს სკორსეზემ გადაიღო ფილმი „ქრისტეს ბოლო ცდუნება“, რომლის სცენარიც ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის რომანზე იყო დაფუძნებული.