კაკა „მილანში“ უფასოდ გადავიდა

კაკა „მილანში“ უფასოდ გადავიდა

რამდენიმე დღის წინ ევროპულ სპორტულ მას-მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ მადრიდის „რეალის“ ბრაზილიელი ლეგიონერი კაკა კარიერის გაგრძელებას იტალიურ „მილანში“ აპირებდა.

„სამეფო კლუბი“ ნახევარმცველს 15 მილიონ ევროდ აფასებდა, იტალიელები კი მხოლოდ 8 მილიონის გადახდას აპირებდნენ.

გუშინ ორივე გუნდის წარმომადგენლები ერთმანეთს მადრიდში შეხვდნენ და ამ სატრანსფერო გარიგების შესახებ საბოლოოდ მოილაპარაკეს.

დღეს დილით გამოცემამ „Marca” გაავრცელა ცნობა, რომ კაკა სილვიო ბერლუსკონის გუნდში სრულიად უფასოდ გადავა. მადრიდელებმა ბრაზილიელს პატივი სცეს და მისი წასვლის სანაცვლოდ ერთი ევროც არ მოუთხოვიათ.

უახლოეს დღეებში კაკა „მილანთან“ ორწლიან ხელშეკრულებას გააფორმებს და ანაზღაურების სახით წელიწადში ხუთ მილიონ ევროს მიიღებს.

საინტერესოა რომ ფეხბურთელი ახალ გუნდში 2003-2009 წლებში უკვე ასპარეზობდა.