რამდენიმე თვის წინ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შოტლანდიელი მთავარი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი თანამდებობიდან გადადგა. სერ ალექსი კლუბი „ევერტონის“ დამრიგებელმა დავიდ მოიესმა შეცვალა.
ფერგიუსონის წასვლის შემდეგ მანჩესტერული გუნდის დატოვება უეინ რუნიმაც გადაწყვიტა. ბოლო ორი თვის განმავლობაში რუნი ბრიტანული მას-მედიის „საყვარელ პერსონაჟად“ გადაიქცა.
ცნობილი გახდა რომ რუნის კარიერა ლონდონის „ჩელსიში“ უნდა გაეგრძელებინა. ფეხბურთელისა და „ჩელსის“ სამწუხაროდ „იუნაიტედის“ ხელმძღვანელობამ ყველაფერი იღონა რომ წამყვან მოთამაშეს არ გამოთხოვებოდა.
ორი დღის წინ რუნის დავიდ მოიესი ესაუბრა და კლუბში კიდევ ერთი წლით დარჩენაზე დაიყოლია.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „The Sun” გაავრცელა ცნობა, რომ „ჩელსიმ“ რუნის ყიდვაზე ხელი საბოლოოდ ჩაიქნია. რომან აბრამოვიჩის გუნდმა გუშინ კამერუნელი სამუელ ეტოო გაიფორმა და რუნიზე ოცნება ერთი წლით გადადო.