ძალიან სამწუხარო იყო და ალბათ უხერხული მოსასმენი პრეზიდენტის განცხადებები. განსაკუთრებით დღევანდელი დღის შესაფერისი არ იყო, – ასე გამოეხმაურა ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას
მანვე აღნიშნა, რომ ეროვნულ დღესასწაულზე ყველა ქვეყნის ინტერესების გასაძლიერებლად უნდა გაერთიანდეს.
„ეროვნულ დღესასწაულს ერთიანები უნდა შევხვდეთ და მესიჯები, რომლებიც ერთიანობისკენ კი არ მოუწოდებს, არამედ საზოგადოების დაყოფას ემსახურება, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ძალიან მიჭირს, მიმძიმს, ვწუხვარ და არ მსურს, მაგრამ ამაზე სხვანაირი კომენტარის გაკეთება რთულია. ამ დროს ჩვენ, თითოეული ჩვენი მოქალაქე უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ქვეყნის ინტერესების გასაძლიერებლად. ზუსტად ეს იქნება ჩვენი ქვეყნის წარმატების საფუძველი. სხვა შემთხვევაში, ერთიანობის გარეშე ჩვენ რეალურ დამოუკიდებლობას, ჩვენი ქვეყნის აღიარებას ვერ მოვიპოვებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე სიტყვით გამოსვლის დროს ხელისუფლება და მმართველი გუნდის პოლიტიკა გააკრიტიკა.