ირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება

ირაკლი ქადაგიშვილი ნაჩო სანჩესის განცხადებაზე: საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება

საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“ ევროპარლამენტარის ნაჩო სანჩესის განცხადებაზე.

„ეს [ნაჩო სანჩესის განცხადება] არის საინფორმაციო ერთგვარი პროვოკაციები. საინფორმაციო აყალმაყალის მოწყობა უნდათ. უპასუხისმგებლო განცხადებებს აკეთებენ და მის გარშემო საინფორმაციო დღის წესრიგი დგება. ტყუილებით უნდათ საქართველოში სიტუაციის შეცვლა, ვერ ცვლიან და თავის თავს აზიანებენ, საქართველო-ევროპის დაახლოებას აზიანებენ. ტყუილებს მაინც მოკლე ფეხი აქვს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ევროპარლამენტის წევრი ნაჩო სანჩესი ამბობს, რომ სანქცირებული პირები საქართველოდან რეკავენ ევროკავშირსა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კითხვით, როგორ შეიძლება სანქციების სიიდან ამოშლა.