ვფიქრობ [ოპოზიცია] საბოლოო ჯამში, [თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება, რამდენიმე პერსონაჟი, როგორც ქუჩის რადიკალები, ისე დატოვონ გარეთ, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „დღის ქრონიკაში“.
„ვფიქრობ [ოპოზიცია] საბოლოო ჯამში, [თვითმმართველობის] არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. შეიძლება, რამდენიმე პერსონაჟი, როგორც ქუჩის რადიკალები, ისე დატოვონ გარეთ, მაგრამ ოპოზიციას რესურსულად ამ არჩევნებში მონაწილეობას მიაღებინებენ. თავის დროზე რომ პარლამენტში შემოსულიყვნენ და საბოტაჟისთვის არ მიემართათ, ქვეყანაც ხომ წინ იქნებოდა და მათი პოზიციებიც უფრო მყარი?! მათი ამომრჩეველიც ხომ უფრო რეალურად დაინახავდა, რეალურად რისი შეთავაზება შეეძლოთ საპარლამენტო ცხოვრებიდან ქვეყნისთვის გარდა იმისა, რომ რამდენიმე ასეული ადამიანი გამოჰყავთ ქუჩაში და რუსთაველის გადაკეტვით არიან დაკავებულები?!“ - აღნიშნა ქადაგიშვილმა.