მიხეილ სარჯველაძე: ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ვინმეს, პრეზიდენტს, გავრილოვის სახელი ეხსენებინა

მიხეილ სარჯველაძე: ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ვინმეს, პრეზიდენტს, გავრილოვის სახელი ეხსენებინა

ასეთი რამ არ მომხდარა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე ვინმეს, პრეზიდენტს, გავრილოვის სახელი ეხსენებინა, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ საქართველო პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

მისივე თქმით, პრეზიდენტის გამოსვლა „მართლა ძალიან უგვანოდ გამოჩნდა და გარკვეული პროტესტის გრძნობა გამოიწვია“.

„ზუსტად ვერ აღვიდგენ ტექსტს, რა ითქვა, მაგრამ მკაცრი უკმაყოფილება გამოითქვა ირაკლი ქადაგიშვილის მხრიდან. მეც გამოვთქვამდი უკმაყოფილებას და ბევრი ჩემი კოლეგა. ასეთი სიტყვით გამოსვლა კატეგორიულად მიუღებელი იყო. კატეგორიულად მიუღებელია, ეროვნულ დღესასწაულზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტი გამოდიოდეს, ფიცის დადების ცერემონიაზე მიმართავდეს ჯარს, წვევამდელებს და ელაპარაკებოდეს ისე, როგორც, მაგალითად, ჩვეულებრივ, მიმდინარე რაღაც თემებზე ინტერვიუს ფორმატში ისაუბრებდა, ეს ყველაფერი მართლა ძალიან უგვანოდ გამოჩნდა და გარკვეული პროტესტის გრძნობა გამოიწვია. განცხადებასთან მიმართებით სამართლიანად გამოხატული პროტესტი იყო, არც ჩვენ გვსიამოვნებდა იმ ყველაფრის მოსმენა, რასაც ვისმენდით, პრეზიდენტმაც მოისმინოს ათასში ერთხელ ასეთი უკმაყოფილება. კონკრეტული ტექსტი არ მახსოვს, რა ითქვა, მაგრამ არც ერთ სიტყვასთან დაკავშირებით, რომელიც ირაკლი ქადაგიშვილმა და ჩვენგან ბევრმა თქვა, არავითარი პროტესტი არ გამჩენია, რადგან ყველაფერი იყო სამართლიანი. უკმაყოფილებას ვუზიარებდი კოლეგებს, რამდენად ხმამაღლა გამოვიდა და ტემბრი როგორი მქონდა, ნამდვილად ვერ აღგიწერთ, შეგიძლია, თქვენ შეაფასოთ. ქადაგიშვილმა შედარებით ხმამაღლა წამოიძახა, სავსებით სამართლიანი უკმაყოფილება გამოთქვა, ამას ყვირილს ნუ დაარქმევთ“, – განუცხადა მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებს.

ცუგო- "გადამხდა გადასავალი, აწი უარეს მოველი"... გაგიჟდა და უარეს უნდა ველოდოთ, მაგალითად: ტრიბუნიდან ფეკალიების სროლას, ცეცხლის წაკიდებას და ა. შ. დააბით ეს ქალი!!!
2 წლის უკან
amo თუ ქვეყანა უყვარს და მისი აზრით ხელისუფლება არაადექვატურია, მაშინ უნდა გადადგეს!
2 წლის უკან