გენერალი მარკ მილი: უკრაინას შეუძლია რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება

გენერალი მარკ მილი: უკრაინას შეუძლია რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება

აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლება, მაგრამ ეს უახლოეს მომავალში არ მოხდება.

„ყველა ომი ადრე თუ გვიან მთავრდება. მთავრდება ერთი ან მეორე მხარის გამარჯვებით, ან მოლაპარაკებების გზით მოგვარდება. რუსეთი ამ ომს სამხედრო გზით ვერ მოიგებს“, - განაცხადა მილიმ.

მან განმარტა, რომ რუსეთმა სამხედრო კამპანიის ფარგლებში ვერ მიაღწია თავის სტრატეგიულ მიზნებს. ამავდროულად, მილი დარწმუნებულია, რომ უკრაინას შეუძლია სამხედრო გზით მიაღწიოს სტრატეგიულ მიზნებს.

„ამავდროულად, უკრაინის სტრატეგიული მიზნებია გაათავისუფლოს რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები. უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რამდენიმე ასეული ათასი რუსი ჯარისკაცია. ამის მიღწევა შესაძლებელია სამხედრო გზით, მაგრამ ალბათ არა მოკლევადიან პერიოდში“, - განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.