ბრატისლავის „სლოვანის“ გენერალურმა დირექტორმა ივან კმოტრიკმა გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მის შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.
როგორც კმოტრიკმა აღნიშნა, რთული იქნება, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია და იმედი აქვს, რომ გიორგის შეინარჩუნებენ.
„ჩაკვესთან ყველაფერი ღიაა. რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ, ვნახოთ, როგორ დასრულდება. გადაწყვეტილი არაფერია. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ის ჩვენთან დარჩეს“, - თქვა კომტრიკმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძემ „სლოვანში“ ეს სეზონი იჯარით გაატარა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 47 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა. ქართველი ფეხბურთელი „გენტის“ საკუთრებაშია, მას შოტლანდიურ „აბერდინსა“ და ვენის „რაპიდს“ უკავშირებენ.