ფლორიდის შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნატორი, რონ დესანტისი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ფლორიდის შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნატორი, რონ დესანტისი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ფლორიდის შტატის „რესპუბლიკელი“ გუბერნატორი, რონ დესანტისი 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს. ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკული მედია ავრცელებს.

როგორც ამერიკული მედია იუწყება, რონ დესანტისი ოფიციალურად დარეგისტრირდა ფედერალურ საარჩევნო კომისიაში.

„რესპუბლიკური პარტიის“ პრაიმერიზში, რომელიც პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატს გამოავლენს, რონ დესანტისი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება.