კევინ-პრინს ბოატენგი „შალკეში“, კაკა „მილანში“

კევინ-პრინს ბოატენგი „შალკეში“, კაკა „მილანში“

ევროპის საფეხბურთო საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სულ რაღაც ორი დღე დარჩა.

რამდენიმე საათის წინ ცნობილი გახდა, რომ განას ეროვნული გუნდისა და იტალიური „მილანის“ ნახევარმცველი კევინ-პრინს ბოატენგი კარიერას „შალკეში“ გააგრძელებს.

26 წლის აფრიკელი მოთამაშე ამჟამად გერმანიაში იმყოფება და დღეს სამედიცინო შემოწმებას გაივლის.

იტალიური სპორტული მას-მედიის მტკიცებით, „შალკემ“ სილვიო ბერლუსკონის გუნდს 15 მილიონი ევრო გადაუხადა.

ესპანური გამოცემა „Marca”-ს ინფორმაციით, ბოატენგის წასვლა მადრიდის “რეალის” ნახევარმცველ კაკას “მილანში” დასაბრუნებელ გზას გაუხსნის. ჟურნალისტების ხელთ არსებული ცნობით, უახლოეს ორ დღეში კაკა „მილანში“ ჩაირიცხება.