ბიონსემ და ჯეი ზიმ კალიფორნიაში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდეს

ბიონსემ და ჯეი ზიმ კალიფორნიაში ყველაზე ძვირადღირებული სახლი იყიდეს

ბიონსემ და ჯეი ზიმ კალიფორნიაში სახლი 200 მილიონ დოლარად შეიძინეს. ამის შესახებ TMZ წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ეს აშშ-ის ამ შტატში ოდესმე გაყიდული ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონებაა. მუსიკოსების მფლობელობაში ახლა წყნარი ოკეანეს სანაპიროზე მდებარე ვილაა, რომლის ფართობიც 2 800 კვადრატული მეტრია. სახლი ცნობილი იაპონელი არქიტექტორის, რადაო ანდოს პროექტით არის აშენებული.