მსახიობი რეი სტივენსონი გარდაიცვალა

მსახიობი რეი სტივენსონი გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი რეი სტივენსონი 58 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მისი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.

სტივენსონი ცნობილია როლებით ისეთ სურათებში, როგორებიცაა Marvel-ის „თორი“, „დივერგენტი“, „მუშკეტერები“; სერიალებში „რომი“, „ვიკინგები“, „დექსტერი“ და ა.შ. ის ასევე ახმოვანებდა გარ საქსონს ანიმაციურ სერიალში „ვარსკვლავური ომები: მეამბოხეები“.