2023 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალი უკვე გაიხსნა, რომელსაც სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად ჯენიფერ ლოურენსიც ესწრებოდა. მსახიობს წითელ ხალიჩაზე დიორის წითელი კაბა და ფლოსტები ეცვა, რითაც მალევე პაპარაცებისა და მაყურებლის ყურადღების ცენტში მოექცა.
წითელ ხალიჩაზე ჯენიფერ ლოურენსმა პაპარაცების წინ იპოზიორა, კიბეზე ჩასვლისას კი ყველამ შენიშნა, რომ მსახიობს შავი ფლოსტები ეცვა, რისი ფოტოებიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა.
ჯენიფერი პირველი მსახიობი არ არის, რომელმაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე უარის თქმა გადაწყვიტა. 2018 წლის კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე კრისტენ სტიუარტმა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ყველას თვალწინ გაიხადა და მისი ჩაცმა გააპროტესტა. "თუ კაცებს არ სთხოვთ, რომ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და კაბა ეცვათ, მაშინ არც მე უნდა მომთხოვოთ", — განაცხადა სტიუარტმა.
ჯენიფერ ლოურენსი ფლოსტების ჩაცმიდან მეორე დღეს კანის კინოფესტივალის წითელ ხალიჩაზე ისევ გამოჩნდა. მსახიობს მეორე დღესაც დიორის კაბა ეცვა. რაც შეეხება ფეხსაცმელს, მან მაღალქუსლიანებზე ისევ უარი თქვა და წითელ ხალიჩაზე სანდლებით მივიდა.