93 წლის ქალმა შვილიშვილთან ერთად აშშ-ის ყველა ეროვნული პარკი მოიარა

93 წლის ქალმა შვილიშვილთან ერთად აშშ-ის ყველა ეროვნული პარკი მოიარა

93 წლის ჯოი რაიანმა თავის 41 წლის შვილიშვილთან, ბრედთან ერთად ამერიკის ყველა ეროვნული პარკი მოიარა. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება.

ტელეარხის ცნობით, ბებიამ და შვილიშვილმა ეროვნული პარკების მონახულება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ჯოიმ ბრედთან საუბრისას სინანული გამოხატა იმის გამო, რომ ახალგაზრდობაში ბევრი არ უმოგზაურია.

ქვეყნის 63-ვე პარკის მონახულებმა რაიანებმა 7,5 წელიწადში მოახერხეს. იმოგზაურეს. მათი ბოლო მიზანი ამერიკული სამოას ეროვნული პარკი იყო, რომელშიც ისინი ამ კვირაში ჩავიდნენ. პარკის ადმინისტრაციამ მოგზაურებს მათი მიღწევის აღსანიშნავი სიგელები გადასცა.