ლიმონი ავიტამინოზისგან გვიცავს

ლიმონი ავიტამინოზისგან გვიცავს

აღმოსავლურ მედიცინაში დიდი ხანია იყენებენ ლიმონს, როგორც უნივერსალურ წამალს, რომელიც შველის პრაქტიკულად თითქმის ყველა დაავადებას.

ის უხვად შეიცავს C ვიტამინს. ლიმონი მდიდარია მინერალური მარილებით. კალიუმი C ვიტამინთან ერთად გამოდევნის ორგანიზმიდან ზედმეტ სითხეს, წმენდს ორგანიზმს და იცავს შარდკენჭოვანი დაავადებებისგან, კანი შეიცავს ეთეროვან ზეთს, რომელსაც აქვს ძლიერი ბაქტერიოციდული თვისება.

გარდა ამისა, ლიმონის არომატი ტონუსს მატებს ნერვულ სისტემას, ამუხრუჭებს ვეგეტო-სისხლძარღვოვან დისტონიას და აწესრიგებს არტერიულ წნევას, შველის შაკიკს და სურავანდს. არის ნაღველმდენი, სიცხის დამწევი და ტკივილგამაყუჩებელი.

ხელს უშლის ვენების ვარიკოზულ გაგანიერებას და ათეროსკლეროზის განვითარებას, ასტიმულირებს თირკმლების და კუჭქვეშა ჯირკვლის მუშაობას. ახალგამოწურული ლიმონის წვენი აფერმკრთალებს ჭორფლსა და პიგმენტურ ლაქებს, აღიავებს თმის ფერს.

თუ ლიმონის წვენით გაიწმენდთ სახეს ან ლიმონიან კოსმეტიკურ კრემს იხმართ, ნუ გაირუჯებით სოლარიუმსა და პლაჟზე - კანი გაგიღიზიანდებათ.