„შესაძლოა, ნატო თავადაც ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში, ტყუილად გეგმები არ მუშავდება“

„შესაძლოა, ნატო თავადაც ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში, ტყუილად გეგმები არ მუშავდება“

NATO-მ „ცივი ომის“ შემდეგ, პირველად, თავდაცვის გეგმის მომზადება დაიწყო რუსეთთან კონფლიქტის შემთხვევაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ალიანისი განიხილავს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტის საფრთხეს. ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის 2008 წლის სამიტის გადაწყვეტილების მიუხედავად, სადაც უკრაინას არ მიუღია წევრობის სამოქმედო გეგმა, რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე არის საერთაშორისო სამართლის გაუმართლებელი დარღვევა.

„დოჟდთან“ მიცემულ ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა გაიხსენა, რომ 2008 წელს ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის რანგში მონაწილეობდა დისკუსიებში და მაშინ ძალიან რთული იყო ისეთ რთულ საკითხებზე შეთანხმება, როგორიცაა უკრაინის შემდგომი გაწევრიანება, მაგრამ გადაწყვეტილება მიიღეს და მას შემდეგ ნატო ეხმარება უკრაინას სხვადასხვა ფორმატში, განსაკუთრებით 2014 წლის შემდეგ.

მოსაზრებას იმის შესახებ, შეეძლო თუ არა 2008 წელს უკრაინისათვის MAP-ის მინიჭებას რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის აცილება, სტოლტენბერგმა „ჰიპოთეტური სცენარი“ უწოდა და აღნიშნა, რომ MAP-ის არსებობა-არარსებობის მიუხედავად, რუსეთს სხვა ქვეყანაზე თავდასხმის უფლება არ ჰქონდა. შეგახსენებთ, რომ 2008 წლის ნატო-ს ბუქარესტის სამიტზე გერმანიამ და საფრანგეთმა დაბლოკეს ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება უკრაინისთვის, ისევე როგორც საქართველოსთვის.

„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის დასაწყისიდან ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინას უპრეცედენტო დონის დახმარებას აწვდიან. უკრაინელ სამხედროებს ახლა ყველა საშუალება აქვთ, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ოკუპირებული ტერიტორიები დაიბრუნონ. ფართომასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან უკრაინის მხარდაჭერა იცვლებოდა - მსუბუქი ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებიდან საჰაერო თავდაცვის თანამედროვე სისტემებამდე, ჯავშანტექნიკამდე და მძიმე საბრძოლო ტანკებამდე“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

გარდა ამისა, ნატო-ს გენერალური მდივნი ხაზგასმით აცხადებს, რომ უკრაინის ალიანსში გაწევრიანების საკითხზე საუბარს აზრი არ ექნება, თუ ქვეყანა ომში ვერ გაიმარჯვებს, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი ერი ევროპაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ივლისში სამიტზე ნატო-ს მოკავშირეები უკრაინას ეტყვიან, რომ ნატო-ს კარი რჩება ღია.

გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი, ანალიტიკური ცენტრის „ჯეოქეისის“ სამხედრო მრჩეველი ვახტანგ კაპანაძე აცხადებს, რომ სანამ ომის ასეთი ცხელი ფაზა მიმდინარეობს, არავითარი ნატოში გაწევრიანება არ მოხდება. მისი თქმით, კონფლიქტი რაღაცა ფორმით ან დასრულდება, ან გაიყინება, მხოლოდ მაშინ შეიძლება ამ მიმართულებით რაღაცა ვარიანცების გაკეთება, მაგრამ სანამ ეს ცხელი ომია, მიუხედავად დიდი დახმარებისა, უკრაინას ნატოში არავინ არ მიიღებს. რაც შეეხება რუსეთთან ომის საფრთხეს, კაპანაძე არ ფიქრობს, რომ ნატო დადგეს ამ საშიშროების წინაშე.

„უბრალოდ, თვლიან, რომ აღნიშნული კონფლიქტი მალე არ დამთავრდება, ეს შეიძლება დროში გაიწელოს და ამისთვის ნატო უნდა იყოს მზად. ნატოა მოლოდინები, რომ დიდი ომის ნაცვლად, იქნებოდა ჰიბრიდული ან ასიმეტრული ომი, არ გამართლდა, შუა ევროპაში იფეთქა ომმა. ამდენად, ისინი თვლიან, რომ ეს ომი დროში გაიწელება, ეს იქნება გაყინული  თუ ცხელი ფორმით, მაგრამ იქნება დროში გაწელილი. რეალურად, ნატომ მას შემდეგ დაიწყო უკარინის დახმარება, რაც აღმოჩნდა, რომ ის მარაგები, რაც ნატოს ქვეყნებს ჰქონდათ, აბსოლუტურად არასაკმარისი აღმოჩნდა დიდი ომისთვის.

ამდენად, მათ სჭირდებათ ახალი გეგმა. იცვლება გენერალური მდივანი. ამ მხრივ მნიშვნელოვანია ვინ მოვა. არ არის გამორიცხული, რომ ეს იყოს ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ასევე, ნატოში ხელმძღვანელობაზე სურვილი გამოთქვა ბრიტანეთის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ორივე აქტიურები არიან რუსეთის წინააღმდეგ. ვანახოთ რა იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

ანალიტიკოს ზაალ ანჯაფარიძის შეფასებით, ზოგი ამას ერთგვარად „პროქსი-ომს“ უწოდებს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ნატო სანახევროდ უკვე ჩართულია რუსეთთან ომში და სწორედ რომ, ნატოს სახელმწიფოების მიერ მიწოდებული ტექნიკით ომობს დღეს უკრაინა. თუ დასავლეთმა ჩათვალა, რომ უკრაინაში ომს აგებს, ასეთ შემთხვევაში, ანჯაფარიძე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული დოზით, ნატო თავადაც ჩაერთოს სამხედრო მოქმედებებში.

„სწორედ ამას ემსახურება იმ გეგმის შემუშავება. ტყუილად გეგმები არ მუშავდება. რადგანაც გეგმა შემუშავდა, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთი განიხილავს ასეთ თემას. აგერ, ბორელმა და სტოლტენბერგმაც განაცხადეს, რომ საკმარისია სამხედრო დახმარება შეჩერდეს, რომ უკრაინა რამდენიმე დღეში დანებდება. ასე რომ, ნატოს ეს პოლიტიკური და სამხედრო თამასა უკვე იმხელა სიმაღლეზე აქვს აწეული, რომ მისმა ლიდერებმა უკვე ღიად განაცხადეს და თან არაერთხელ, რომ ამ ომში უკრაინის დამარცხება იქნება მთელი დასავლური სამყაროს დამარცხება და ამაში სიმართლის დიდი წილია.

გარდა იმისა, რომ უკრაინაში მოქმედებს დასავლური იარაღი, იქ საკამაო რაოდენობით არის ჩასული დასვლელი ინსტრუქტორები, სხვადასხვა ტიპის სამხედო სპეციალისტები, რომლებმაც გუშინ გაიხადეს მუნდირი და დღეს როგორც მრჩევლების, თუ არაოფიციალურად მოხალისეების რანგში არიან წარმოდგენილნი. ანუ, საკმაოდ მნიშვნელოვანი დახმარება მიიღო უკრაინამ, რომელიც ამბობს, რომ არაა საკმარისი, მაგრამ დასავლეთის რესურსაც აქვს ლიმიტები“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძემ.

 

 

 

კ ა ხ ე ლ ი ნატოს ჩართვა - ავტომატურად ბირთვული ესკალაციაა. არავინ გარისკავს. არის ასეთი ვარიანტიც: ნატო დაიშალოს და რამდენიმე არაბირთვული ევროპული ქვეყანა, ვთქვათ პოლონეთი მერე ჩაერთოს
11 თვის უკან
DDD არავინ არ ჩაერთვება!
არც ნატო, არც კატო, არც ლიახები.
ხახოლებივით დებილი არავინაა.
ჩვენც კი ბევრად ჭკვიანები აღმოვჩნდით.
კბილი მოუსინჯეს რუსეთს.
აღარ არის ე.წ. უკრაინა. სამაგიეროდ გაჩნდა ახალი ტერიტორია ისტორიული სახელით მალოროსია.
ისტორიას ჩვევია გამეორებები.
11 თვის უკან
trampi პოლონეთი ჩაერევა და ............................. კაი ჩიტსაც დაიჭერს
11 თვის უკან
trampi ისე კი ძალიან ძალიან მინდა რომ ჩაერივნენ...................აბანოში გამოჩნდებაო ................
თუმცა მგონია რომ რუსეთი მაგათაც ამოისვამს
10 თვის უკან