შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის 1-ლი მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, 1976 წელს დაბადებული ვაჰით გ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის კუთვნილი ავტომანქანის ჩხრეკისას ნარკოტიკულ ნივთიერება „ტრამადოლ“-ის შემცველი 72 აბი ამოიღეს.

ნარკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, ვაჰით გ-ს „ოპიუმი“-ს, „მეტადონი“-ს, „ჰეროინი“-ს და „ტრამადოლი“-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინა.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ–ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).