მონიკა ბელუჩი ვინსენ კასელს აზერბაიჯანელი ოლიგარქის გამო დაშორდა

მონიკა ბელუჩი ვინსენ კასელს აზერბაიჯანელი ოლიგარქის გამო დაშორდა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ მონიკა ბელუჩისა და ვინსენ კასელის 17-წლიანი ქორწინება მოულოდნელად დასრულდა.

ვარსკვლავური წყვილი თავად საგულდაგულოდ მალავდა დაშორების მიზეზს, მაგრამ როგორც გაირკვა, ამის მიზეზი ახლა უკვე ყოფილი ცოლ-ქმრის ერთობლივი გადაწყვეტილება იყო. ყველამ იცოდა, რომ წყვილი ხშირად ცალ-ცალკე ცხოვრობდა, ბოლო დროს კი ერთმანეთის ნახვასაც ძლივს ახერხებდნენ.

ცოტა ხნის წინ 48 წლის ბელუჩიმ ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ქმართან სულ უფრო ცოტა რამ ჰქონდა საერთო, მასზე 2 წლით უმცროსი კასელი კი საშინლად ეჭვიანი იყო.

აზერბაიჯანული პრესა წყვილის დაშორების კიდევ ერთ მიზეზზე ალაპარაკდა - მათი ინფორმაციით, ცნობილი წყვილის დაშორების მიზეზი აზრბაიჯანელი ოლიგარქი, ტელმან ისმაილოვიჩი გახდა.

ტელმანი ბიზნესსაქმიანობას რუსეთსა და თურქეთში ეწევა. ანტალიაში ოლიგარქი ფეშენებელური სასტუმროს - "მარდან პალასის" მფლობელია.