ამერიკელი მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ დედამიწის მსგავსი პლანეტები წყლის დიდი მარაგებით, არც ისეთი იშვიათი მოვლენაა სამყაროში.
ამის შესახებ ასტრონომებმა ლაპარაკი მას შემდეგ დაიწყეს, რაც შეძლეს, ახალდაბადებული ვარსკვლავის ირგვლივ, ვარსკვლავთშორისი მტვრის ღრუბელში, ორთქლის სახით აღმოეჩინათ ცივი წლის მნიშვნელოვანი მოცულობა.
აღმოჩენა „ნასას“ რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიის სწავლულების ჯგუფმა კალიფორნიის შტატის ქალაქ პასადინაში გააკეთა კოსმოსური ობსერვატორიის - „გერშელის“ საშუალებით, რომელიც 2011 წლის მაისში გაუშვეს. აპარატი პლანეტებს ინფრაწითელ დიაპაზონში მომუშავე ტელესკოპის დახმარებით აკვირდება.
ცივი წყლის ორთქლი ნაპოვნია ვარსკვლავთშორისი აირის მტვრისგან შექმნილი გიგანტური დისკის ყველაზე დაშორებულ ზონებში. მისი გაშლის მანძილი 200-ჯერ აღემატება მზიდან დედამიწამდე მანძილს. ლაბორატორიის თანამშრომელთა აზრით, ამ ზონებში ყალიბდებიან კომეტები, რომლებიც ეჯახებიან ციურ სხეულებს და ასე გადააქვთ მათზე წყლის მოლეკულები, რაც, თავის მხრივ, დროთა განმავლობაში ზღვებად და ოკეანეებად გარდაიქმნებიან.
სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ აღმოჩენილ დისკზე არის წყლის ისეთი რაოდენობა, რომლითაც ათასი დედამიწის ოკეანის შევსება შეიძლება.