ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალში ბრუნდება!

ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ფინალში ბრუნდება!

ნუცა ბუზალაძე სასიხარულო ამბავს გვიზიარებს, როგორც მომღერალი ამბობს ის American Idol-ის ფინალში დუეტით წარსდგება: 

„ბედნიერი ვარ რომ ვუბრუნდები American Idol-ის ოჯახს!

ძალიან გახარებული ვარ იმ სიურპრიზით რომელიც ფინალისთვის გელოდებათ, შოკირებულები დარჩებით როცა გაიგებთ ვინ არის ჩემი დუეტის მეწყვილე! “ 

შეგახსენებთ, რომ ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ტოპ 12 მონაწილეს შორის მოხვდა თუმცა მორიგი ეტაპის გადალახვისთვის ხმების რაოდენობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ნუცა ერთადერთი უცხოელია რომელმაც შეძლო და ტოპ 12 მონაწილეს შორის აღმოჩნდა!