სამხრეთ ფლორიდის უნივერსიტეტის პროფესორმა და მკვლევარმა, რომელმაც წყალქვეშ 2 თვეზე მეტხანს იცხოვრა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა, გადაწყვიტა, რომ, ჯერჯერობით, ზედაპირზე დაბრუნება არ სურს.
Associated Press-თან ინტერვიუში, რომელიც ჩატარდა ღრმა ზღვის "ლოჟიდან" — პატარა ოთახიდან 9 მეტრის სიღრმეზე — ბიოსამედიცინო მკვლევარმა, ჯოზეფ დიტურიმ, განმარტა, რა ენატრებოდა მას ყველაზე მეტად "მშრალი მსოფლიოდან":
"ის, რამაც ყველაზე მეტად მომანატრა ზედაპირზე ყოფნა, მზეა. მზე ჩემს ცხოვრებაში მთავარ როლს თამაშობდა, რადგან, ჩვეულებრივ, დილის 5 საათზე სპორტდარბაზში მივდიოდი, შემდეგ კი მზის ამოსვლას ვუყურებდი."
ჯოზეფი ამბობს, რომ იგი ზედაპირზე დაბრუნებას ივნისამდე არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ მან მსოფლიო რეკორდი უკვე დაამყარა, მას საკუთარი ლიმიტების დაძლევა სურს.
წინა რეკორდი წარმოადგენდა 73 დღეს, 2 საათსა და 34 წუთს, ხოლო რეკორდი, რომლის მოხსნაც ჯოზეფს სურს, 100 დღეა.
"მთავარი იდეა მსოფლიო ოკეანეებში დასახლებაა", — განმარტავს ის. "ჩვენ ვიცხოვრებთ რა ოკეანეებში, ვიზრუნებთ მათზე და მოვეპყრობით მათ უკეთ."