გასული კვირების განმავლობაში ამერიკელი ვარსკვლავისა და გასული დეკადის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტის ტეილორ სვიფტის შესახებ ბევრს საუბრობდნენ.
Forbes-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ტეილორის ქონება ტურნეს დაწყებამდე 600 მილიონ დოლარს შეადგენდა, ტურნეს მიმდინარეობის დროს კი ამბობდნენ, რომ კონცერტების დასრულების შემდეგ მომღერლის ქონებას შესაძლოა მილიარდი დოლარისთვის გადაეჭარბებინა.
როგორც ჩანს, Eras Tour-ის საშუალებით “გამდიდრებას” მხოლოდ ტეილორ სვიფტი არ გეგმავდა, მისმა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა გადაწყვიტა გაეყიდა ლინზები, რომლებიც კონცერტზე ეკეთა და რომლებმაც ტეილორ სვიფტი ნახა.
გავრცელებულ ინფორმაციას საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.