“ქანიეს დიდი დაბრუნება” – რეპერის ჩაცმის სტილი კვლავ კრიტიკის ობიექტია

“ქანიეს დიდი დაბრუნება” – რეპერის ჩაცმის სტილი კვლავ კრიტიკის ობიექტია

ქანიე უესტი დიდხნიანი პაუზის შემდეგ საზოგადოებაში მეუღლესთან ერთად გამოჩნდა.

როგორც იცით, თითქმის ერთი თვის წინ ამერიკელი რეპერმა და დიზაინერმა ქანიე უესტმა “ოჯახის შექმნა” გადაწყვიტა. ჯერ მხოლოდ რამდენიმე თვეა გასული მას შემდეგ, რაც ბიზნესმენი და ყველაზე მდიდარი შავკანიანი მუსიკოსი ყოფილ მეუღლეს და თავისი შვილების დედას, რეალითი შოუს ვარსკვლავს კიმ კარდაშიანს დაშორდა, შემდეგ კი საკუთარი ბრენდის Yeezy-ის ერთ-ერთ თანამშრომელზე ბიანკა ცენსორიზე მალულად იქორწინა. წყვილმა საქორწინო ბეჭდები უახლოესი ადამიანების თანდასწრებით გაცვალა, თუმცა ოფიციალური ნიშნობა, ან ცერემონია არ ჰქონიათ.

წყვილი გასული თვის განმავლობაში საზოგადოებაში ერთად იშვიათად ჩნდებოდა. ქანიე და ბიანკა “თაფლობის თვეს” ლოს ანჯელესში ატარებდნენ.

დიდხნიანი პაუზის შემდეგ წყვილი ერთად გამოჩნდა. პაპარაცულ ფოტოებში ქანიეს საკუთარი ბრენდის Yeezy-ის სამოსი აცვია. როგორც ყოველთვის, რეპერის ჩაცმის სტილი ამჟამადაც გახდა კრიტიკის ობიექტი.