სოციოლოგებმა გამოარკვიეს, რომ ყველაზე ბედნიერ ადამიანებად შვეიცარიის მოსახლეობას მიაჩნია თავი. ამ ქვეყნის მოქალაქეთა 78 პროცენტი ცხოვრებით კმაყოფილია.
„ყველაზე ბედნიერებს“ უახლოვდებიან სხვა ევროპელებიც: ფინელები, ავსტრიელები, ბელგიელები, აგრეთვე, მსოფლიოს ისეთი დიდი და განვითარებული ქვეყნების მცხოვრებნი, როგორიცაა კანადა და ამერიკის შეერთებული შტატები. კვლევების დროს რესპონდენტებს უნდა ეპასუხათ მხოლოდ ერთ შეკითხვაზე: კმაყოფილი ხართ თუ არა ცხოვრებით, განსაზღვრეთ „სკალით 1-დან 10 ქულამდე“. 1 ქულა ნიშნავდა „სრულებით არ ვარ კმაყოფილი“, ხოლო 10 ქულა – „აბსოლუტურად კმაყოფილი ვარ“.
კვლევების თანახმად, ბედნიერების დონე მსოფლიოში ასე განაწილდა:
8,3 ქულა - შვეიცარია და დანია; 7,9 - ფინეთი; 7,8 - კანადა; 7,7 - ავსტრალია; 7,6 - ავსტრია; 7,5 - ბრაზილია; 7,4 - ამერიკის შეერთებული შტატები; 7,3 - ბელგია; 7,1 - გერმანია და დიდი ბრიტანეთი; 6,7 - იტალია; 6,6 - საფრანგეთი; 6,4 - საბერძნეთი; 6,3 - ჩინეთი.
ბედნიერთა შორის მოხუცებულთა და ახალგაზრდა მცხოვრებთა თანაბარი რაოდენობაა. აგრეთვე, პრაქტიკულად, არ იყო განსხვავება კაცებსა და ქალებს შორის.