ჯონი დეპმა Dior-თან $20-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

ჯონი დეპმა Dior-თან $20-მილიონიანი კონტრაქტი გააფორმა

ფრანგულმა მოდის სახლმა Dior ჯონი დეპთან გააფორმა კონტრაქტი, რომელიც კაცების პარფიუმერიის ინდუსტრიაში უმსხვილესი ხელშეკრულება გახდა. ამის შესახებ Variety წერს.

გამოცემის ინფორმაციით, კონტრაქტი სამწლიანია, მისი თანხა კი 20 მილიონ დოლარს აღემატება. Variety-ს წყაროს ცნობით, ზოგადად ბრენდები წელიწადში 2-4 მილიონის ოდენობის ხელშეკრულებებს აფორმებენ.

დეპი Dior Sauvage-ის სახე 2015 წელს გახდა, მაგრამ ბრენდმა მასთან თანამშრომლება მსახიობის ყოფილი ცოლის, ემბერ ჰერდის ბრალდებების შემდეგ შეწყვიტა, რომელმაც დეპი ოჯახურ ძალადობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, დეპმა ჰერდს სასამართლო მოუგო. ნაფიცმა მსაჯულებმა ჰერდი ცილისწამებაში ცნეს დამნაშავედ.