საფრანგეთი, კანის 76-ე კინოფესტივალისთვის ემზადება. ფრანგული რივიერა ლეონარდო დიკაპრიოს, ნატალი პორტმანს, ჰარისონ ფორდსა და სხვა მეგავარსკვლავებს ელოდება.
კინოფესტივალი 16 მაისს გაიხსნება, 27 მაისს კი ღონისძიების მთავარი ჯილდოს - ოქროს პალმის რტოს წლევანდელი მფლობელი გამოცხადდება. მთავარი პრიზისთვის 21 ფილმი იბრძოლებს.