საქართველომ 2023 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ფინალში გადასვლა ვერ შეძლო. ქვეყანა წლევანდელ ევროფესტივალზე ირუმ წარადგინა, სიმღერით Echo, თუმცა, ნახევარფინალის საუკეთესო ათეულში მოხვედრა ვერ მოახერხა. ამდენად, საქართველო ევროვიზიის ფინალს მიღმა ზედიზედ უკვე მეექვსედ აღმოჩნდა.
საქართველომ ევროვიზიის ფინალში ბოლო 2016 წელს იმღერა, როცა ქვეყანა ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz წარადგინეს. საბოლოოდ, კონკურსში ისინი მე-20 ადგილს დასჯერდნენ. 16-წლიანი ასპარეზობის მიუხედავად კი, ევროვიზიაზე საქართველოს საუკეთესო შედეგად მე-9 ადგილი რჩება, რომელიც 2010 წელს სოფო ნიჟარაძემ და 2011-ში ჯგუფმა Eldrine დაიკავეს.
წელს ევროვიზიის რიგით 67-ე კონკურსი გაერთიანებული სამეფოს ქალაქ ლივერპულში იმართება 9 მაისიდან 13 მაისამდე.