„კარგი ნიშნები“ ეკრანებზე 28 ივლისს დაბრუნდება

„კარგი ნიშნები“ ეკრანებზე 28 ივლისს დაბრუნდება

Amazon-მა სერიალის „კარგი ნიშნები“ მეორე სეზონის პრემიერის თარიღი დაასახელა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მეორე სეზონი გააგრძელებს ანგელოზ აზირაფელისა და დემონ კროულის ისტორიას. მთავარ როლებს შოუში კვლავ მაიკლ შინი და დევიდ ტენანტი შეასრულებენ.

„კარგი ნიშნები“ ნილ გეიმანისა და ტერი პრატჩეტის წიგნზეა დაფუძნებული: „კარგი ნიშნები: ალქაჯ აგნეს ნატერის კარგი და ზუსტი წინასწარმეტყველებები“. სიუჟეტის მიხედვით, ლონდონში მცხოვრები ანგელოზი აზირაფელი (მაიკლ შინი) და დემონი კროული (დევიდ ტენანტი) სამყაროს აპოკალიფსისგან გადარჩენას ცდილობენ.

ახალი სეზონი ორიგინალურ სცენარზეა დაფუძნებული.