აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას გამოეხმაურა

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, შესაძლოა, საქართველოს აეროპორტებში მოქმედი კომპანიების სანქცირება გამოიწვიოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ვედანტ პატელმა პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, იმ დროს, როდესაც დასავლური საზოგადოება რუსეთის რეჟიმისგან დისტანცირდა, იმის დრო არ არის, რომ რომელიმე ქვეყანამ რუსეთთან ურთიერთობა გაზარდოს.

„მრავალი დასავლური ქვეყანა, მათ შორის აშშ, უკრძალავს რუსულ თვითმფრინავებს თავიანთ საჰაერო სივრცეში შესვლას, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ჩვენ რა თქმა უნდა, შევშფოთდებით იმით, რომ კომპანიები საქართველოს აეროპორტებში შესაძლოა დასანქცირების რისკის ქვეშ დადგნენ, თუ ისინი მოემსახურებიან იმ თვითმფრინავებს, რომელთა მიმართ მოქმედებს იმპორტისა და ექსპორტის კონტროლი“, - განაცხადა პატელმა.