შინაგან საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის თბილისის მოსახლეობას თანამშრომლობისთვის და ამასთანავე ბოდიშს უხდის შსს-ს მიერ პრევენციული ღონისძიებების განხორციელების დროს შექმნილი უხერხულობისათვის.
ასევე გვსურს გაცნობოთ, რომ რამდენიმედღიანი პრევენციული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია ათეულობით უკანონო ცეცლხლსასროლი და ცივი იარაღი.
მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებებისგან.
პოლიცია მოტივირებულია 24-საათიან რეჟიმში დაიცვას მოქალაქეების უსაფრთხოება, მოქმედებს კანონის ფარგლებში და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.