სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება, ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, მაგრამ საშინაო და საგარეო პოლიტიკას წარმართავს მმართველი პარტია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
„სალომე ზურაბიშვილს აქვს თავისი პოზიცია. ის არ წარმოადგენს აღმასრულებელ პოლიტიკას. აღმასრულებელ პოლიტიკას წარმოვადგენ მე, მთავრობის მეთაური, ჩვენი მმართველი პარტია, პარლამენტში. ჩვენ წარვმართავთ და ვახორციელებთ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. სალომე ზურაბიშვილს, როგორც ნებისმიერ ჩვენს მოქალაქეს, აქვს კონსტიტუციური უფლება, ნებისმიერ საკითხზე გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მე ვრცლად გიპასუხეთ, რომ ყველაფერი, რაც უმარტივებს და გაუუმჯობესებს მდგომარეობას ჩვენს მოქალაქეებს, არის დადებითი და კარგი გადაწყვეტილება. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ და ვიღაც რომ ამბობს, რომ „რუსეთის დაკრულზე ცეკვა“ და ა.შ., ეს არის ერის შეურაცხყოფა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.