რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ მახაჩკალის „ანჟის“ ბრაზილიელი ლეგიონერი ვილიანი კარიერას ლონდონის „ჩელსიში“ გააგრძელებს. ბრიტანული მას-მედიის მტკიცებით, ვილიანი ახალ კონტრაქტს ოთხშაბათს გააფორმებს.
ბატონ ჟოზე მოურინიოს გუნდში რამდენიმე ძლიერი ნახევარმცველი მოუგროვდა.
რამდენიმე საათის წინ გამოცემამ „Daily Mail” გაავრცელა ცნობა, რომ ახალი კომკურენტის დამატების შემდეგ ესპანეთის ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ხუან მატამ „ჩელსის“ დატოვება გადაწყვიტა. ფეხბურთელს „მუნდიალი - 2014“-ზე ასპარეზობა სურს და ლონდონური გუნდის სათადარიგოთა სკამზე მოხვედრა მის გეგმებში არ შედის.
ბრიტანულ გაზეთს მხარი ესპანურმა „Marca”-მაც აუბა. ამ გამოცემამ დღეს დილით დაწერა, რომ მადრიდის „ატლეტიკოს“ ხუან მატას ყიდვა სურს. ამ კლუბის ხელმძღვანელობამ ლონდონელ კოლეგებს მოთამაშის სატრანსფერო ღირებულების დასახელება უკვე მოსთხოვა.
საინტერესოა რომ მატას გადაბირება „არსენალს“, „ტოტენჰემსა“ და „მანჩესტერ იუნაიტედსაც“ უნდათ.