მამუკა მდინარაძე: GORBI-ს კვლევა გვეუბნება იმას, რომ ქართველები აფასებენ სიმართლეს, ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობასა და საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას

მამუკა მდინარაძე: GORBI-ს კვლევა გვეუბნება იმას, რომ ქართველები აფასებენ სიმართლეს, ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობასა და საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას

GORBI-ს კვლევა გვეუბნება იმას, რომ ქართველები აფასებენ სიმართლეს, ქვეყნის განვითარებას, მშვიდობას, სტაბილურობასა და საქართველოს პრაგმატულ პოლიტიკას,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

„პრაგმატულ პოლიტიკაა სწორედ ის, რამაც საქართველო უნდა გააერთიანოს. სხვა გზა ამ ქვეყანას განვითარებასთან, მშვიდობასთან, სტაბილურობასთან, წინსვლასთან ერთად, არა აქვს. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა დაბრუნდეს ერთადერთი გზით, ერთადერთი პოლიტიკით - ამას ჰქვია პრაგმატული პოლიტიკა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.