ლევან ბეჟაშვილი GORBI-ს კვლევაზე: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კვლევაში 10% იქნება თუ 19

ლევან ბეჟაშვილი GORBI-ს კვლევაზე: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კვლევაში 10% იქნება თუ 19

ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კვლევაში 10% იქნება თუ 19,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მეტად მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება პოლიტიკურ პროცესებში უფრო გააქტიურდეს.

„ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს კვლევაში 10% იქნება,19 თუ სხვა პროცენტი. ჩვენთვის მთავარი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოება პოლიტიკურ პროცესებში უფრო გააქტიურდეს და მივიღოთ ის გადაწყვეტილებები არჩევნების გზით, რომელიც უზრუნველყოფს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან ჩამოშორებას და საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გაშლას“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით GORBI საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.