Thirty Seconds To Mars-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა

Thirty Seconds To Mars-მა ახალი ვიდეორგოლი გამოუშვა

ჯგუფმა Thirty Seconds To Mars ბოლო 5 წლის განმავლობაში პირველი სინგლი გამოუშვა და ალბომი დააანონსა. ამის შესახებ Kerrang-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ჯგუფმა კომპოზიციაზე სახელწოდებით Stuck ვიდეორგოლიც გადაიღო. Thirty Seconds To Mars-ის ლიდერის, ჯარედ ლეტოს თქმით, რგოლი მის საყვარელ ფოტოგრაფებს ეძღვნება.

ჯგუფის მეექვსე სტუდიური ალბომი It's The End Of The World But It's A Beautiful Day სექტემბერში გამოვა.