„ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გრძელდება. ლევან ხაბეიშვილის მენეჯმენტი, რეგიონული ოფისების ხელმძღვანელ პირებს ეტაპობრივად ათავისუფლებს.
ხობისა და წალენჯიხის ორგანიზაციის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ რადგან ნიკა მელიას მხარდამჭერები არიან, მათ პარტიის ამჟამინდელმა ლიდერებმა მოსთხოვეს დაეტოვებინათ თანამდებობა და მათთვის მისაღები კანდიდატისთვის დაეთმოთ.
როგორც ია ჯიშკარიანი და ავთანდილ გაბელია აცხადებენ, ისინი პარტიის რიგით წევრად რჩებიან და პროტესტის ნიშნად, შიდაპარტიულ არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებენ.