შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1993 წელს დაბადებული პაპუნა შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ 24 აგვისტოს, გვიან ღამით, ქუთაისში წმინდა სამების სახელობის სასაფლაოზე ურთიერთშელაპარაკებისას ბრალდებულმა "მაკაროვის" სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერადი გასროლით მუცლისა და ბარძაყის არეში სხეულის დაზიანებები მიაყენა 1991 წელს დაბადებულ ლუკა კუბლაშვილს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, დაჭრილი ახალგაზრდა კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 108-ე მუხლით).