შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილების და დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი, 1991 წელს დაბადებული გიორგი მ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი მაყუჩით, „მაკაროვი“-ს სისტემის 31ცალი და „ბრაუნინგი“-ს ტიპის 21 საბრძოლო ვაზნა, „ერ-გე-დე-5"-ის და „ეფ-1"-ის ტიპის 2 ხელყუმბარა, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 5 მჩხვლეტავ-მჭრელი დასაკეცი დანა ამოიღეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).