ცნობილი ქართველი მსახიობი დოდო აბაშიძის კეთილშობილების საილუსტრაციოდ რეჟისორმა გუგული მგელაძემ ერთი ამბავი გაიხსენა.
მას ამერიკიდან მიწვევა მიუვიდა, მაგრამ წასასვლელი ფული არ ჰქონდა. დოდო აბაშიძე შეხვდა და ჰკითხა: რას შვრები, მიდიხარ ამერიკაში, ფულის პრობლემები ხომ არა გაქვსო?
გუგულიმ არ გაუმხილა, რომ წასასვლელად ათას ორასი მანეთი სჭირდებოდა. მეორე დღეს დოდომ დედას დაარეკინა მასთან და მისი ხელით კონვერტი გადასცა, სადაც ათას ორასი მანეთი იდო.
“ყველაფერში იუმორი ჰქონდა. ძმაკაცები ჰყავდა საქმოსნები, როგორც ჩანს, მათში ბევრი იყო კეთილი ადამიანი. დოდო ხომ ვერ სთხოვდა მათ, ფული მჭირდებაო. ამიტომ პურმარილზე ეტყოდა ხოლმე: რამე არა გაქვთ, თქვენი ავტოგრაფები მჭირდებაო. ამოიღებდნენ ისინი ტკიცინა ასმანეთიანებს, მოაწერდნენ ხელს და გადასცემდნენ. იმ ფულს მერე დამშვიდებული ხარჯავდა”.
გუგული მგელაძეს დოდოსთვის ერთხელ უკითხავს: შენ თუ გაულახიხარ ვინმესო. კიო, უთქვამს დოდოს, ერთმა პატარა კაცმა გამლახაო. რატომო - დაინტერესებულა გუგული. მართალი იყო და იმიტომო - უპასუხია მსახიობს.”