American Idol თანამედროვე მუსიკალური სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, გახმაურებული და წარმატებული ამერიკული პროექტია, რომლის კონკურსანტებსაც რამდენიმე წარმატებული ტურის შემდეგ ამჯერად საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე გამოეთიშა.
American Idol-ის ჟიურის წევრებიდან, რომლებიც ამჟამად მონაწილეების შესრულებას აფასებენ, ერთ-ერთი ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და კომპოზიტორი ლაიონელ რიჩია.
73 წლის ვარსკვლავმა საზოგადოების ფართო აღიარება 1970-იან წლებში მოიპოვა, სინგლებით “Easy” “Sail On” “Three Times a Lady” და “Still”, როდესაც ჯგუფ Commodores-ში ვოკალისტად მუშაობდა. 1980 წელს მან დაწერა სინგლი “Lady” მომღერალ კენი როჯერსისთვის, რაც ბილბორდის ცხელ 100-ეულში მოხვდა.
1982 წელს ლაიონელმა სადებიუტო სოლო ალბომი გამოუშვა, სახელად Lionel Richie, რომლის 4 მილიონი ასლი გაიყიდა მსოფლიოს გარშემო, სინგლებმა “You Are” “My Love” და “Truly” პირველი ადგილი დაიკავა. ლაიონელს წარმატებული მუსიკალური კარიერის პარალელურად ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცეოდა მისი პირადი ცხოვრება.
მუსიკოსი ამჟამად 33 წლის მეგობარ ქალს, ლისა პარიგის ხვდება. წყვილი ათი წლის წინ ერთმანეთს მათმა საერთო მეგობრებმა გააცნეს და მას შემდეგ ერთად არიან.
რიჩი 1975-1993 წლებში დაქორწინდა მისი სკოლის შეყვარებულზე ბრენდა ჰარვი-რიჩიზე, რომელთან ერთადაც იშვილა გოგონა, სახელად ნიკოლი. 1995-2004 წლებში ლაიონელი დაქორწინებული იყო დაიანა ალექსანდერზე, რომელთანაც ჰყავს ორი ბიოლოგიური შვილი, სოფია და მაილსი.
2019 წელს People-თან ინტერვიუს დროს ლაიონელმა აღნიშნა, რომ ცხოვრებაში ბევრი წარუმატებული “სიყვარულის ისტორია” ჰქონია, თუმცა ამჟამინდელი ურთიერთობა ლიზასთან მისთვის სულ სხვა ღირებულებების მატარებელია.